სოკრატისი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სოკრატისი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს


სოკრატისი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველით, სოკრატის პაპასტატოპულოსით, "მილანი" არის დაინტერესებული.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ "როსონერის" 29 წლის ბერძენის დაბრუნება სურს და მის გადაბირებას ზაფხულში ეცდება.

სოკრატისის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2019 წლამდეა გათვლილი და შესაძლოა, პაპასტატოპულოსმა "ბორუსია" სეზონის ბოლოს დატოვოს.

სოკრატისი მილანური გრანდის ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და სულ მხოლოდ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები