"ეს დროის საკითხი იყო", - დროგბამ სალაჰს მიულოცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ეს დროის საკითხი იყო", - დროგბამ სალაჰს მიულოცა



"ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ "ლივერპულის" ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს მიულოცა.

მოგეხსენებათ, ეგვიპტელმა შემტევმა აფრიკელთა შორის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით სწორედ კოტ'დივუარელის რეკორდი მოხსნა.

ამ ეტაპზე, სალაჰს ინგლისის ჩემპიონატში 30 გოლი აქვს გატანილი, დროგბამ კი თავის დროზე 29-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

"დროის საკითხი იყო ის, თუ როდის დაამხობდა ეს ბიჭი ჩემს რეკორდს. ჩემი ძმით ვამაყობ. ჩვენი კონტინენტის დიდება განაგრძე. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გელოდება", - წერს დროგბა სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები