"ის გამარჯვებულია, მებრძოლი", - ნევილმა არსენალის შესაფერისი მწვრთნელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ის გამარჯვებულია, მებრძოლი", - ნევილმა არსენალის შესაფერისი მწვრთნელი დაასახელა



ცნობილი ექსპერტი, გარი ნევილი სკეპტიკურად ეხება "არსენალში" ლუის ენრიკეს შესაძლო მიწვევას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტნის აზრით, "მეთოფეებს" ესპანელ სპეციალისტზე მეტად დიეგო სიმეონე შეეფერებათ.

მოგეხსენებათ, აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონურ კლუბში 22-წლიანი მუშაობის შემდეგ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე არსენ ვენგერი წავა.

"გულწრფელი ვიქნები, "არსენალს" პრემიერ ლიგის მოსაგებად მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky.

"მწვრთნელი, რომელიც თავზე მაღლა ახტება ან მწვრთნელი, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეზე დაიწყებს ფულის დახარჯვას. მეორე ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა".

"ლუის ენრიკე შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო. თუმცა, რამდენად შეეფერება იგი "არსენალს"? ვფიქრობ, "მეთოფეებს" დიეგო სიმეონე შეეფერება იდეალურად. უკვე რამდენიმე სეზონია იგი "რეალსა" და "ბარსელონას" არასტაბილური ბიუჯეტით უწევს კონკურენციას".

"სიმეონე გამარჯვებულია, მებრძოლი, "არსენალის" მენტალიტეტს შეცვლის. ვენგერი უკვე 18 თვეა მიდის, არ მჯერა, რომ "არსენალს" გეგმა არ აქვს. თუ ამბიციები გააჩნიათ, მაშინ განსაკუთრებული მწვრთნელი სჭირდებათ", - დასძინა გარიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები