დი ფრანჩესკო: "რომას ფეხბურთელები სალაჰს შესანიშნავად იცნობენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "რომას ფეხბურთელები სალაჰს შესანიშნავად იცნობენ"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს თქმით, "ლივერპულის" ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის თვისებებს კარგად იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არ უმუშავია.

მოგეხსენებათ, ეგვიპტელი "წითლების" რიგებში გადაბარგებამდე სწორედ "მგლების" ღირსებას იცავდა.

"რომა" და "ლივერპული" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

"შესანიშნავი ბიჭია, დიდი მუშაკი", - ციტირებს დი ფრანჩესკოს სიტყვებს The Guardian.

"არ მჭირდება ის, რომ "რომას" ფეხბურთელებმა მასზე რაიმე მომახსენონ. მისი ყველა ძლიერი თვისება ნათელია".

"თუმცა, ის ფაქტი, რომ ბევრი ჩვენი ფეხბურთელი სალაჰს კარგად იცნობს, შეიძლება უპირატესობად იქცეს", - დასძინა ეუსებიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები