კონტემ მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ სათასო ფინალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტემ მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ სათასო ფინალზე ისაუბრა


კონტემ მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ სათასო ფინალზე ისაუბრა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ ლონდონელები "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ სათასო ფინალში ფავორიტები არ იქნებიან.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" გუშინ ინგლისის თასის ნახევარფინალში "საუთჰემპტონი" (2:0) დაამარცხეს და როგორც მოგახსენეთ, გადამწყვეტ მატჩში "წითელ ეშმაკუნებს" დაუპირისპირდებიან.

"ორ დიდებულ გუნდს შორის გადამწყვეტი მატჩი იქნება", - ციტირებს "ჩელსის" პრესსამსახური კონტეს სიტყვებს.

"გასულ სეზონში ფინალის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ამ წელს ეს ასე არ არის".

"მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა, შარშანდელ დაპირისპირებაში ვერ გავიმარჯვეთ", - დასძინა ანტონიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები