ჯეკო: "ახლა გაცილებით უკეთესი ვარ, ვიდრე სიტიში ვიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკო: "ახლა გაცილებით უკეთესი ვარ, ვიდრე სიტიში ვიყავი"


ჯეკო:

"რომას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, თავის განვითარებაზე ისაუბრა.

"პრემიერ ლიგა ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. "სიტიში" 5 დიდებული წელი გავატარე, ბევრი გოლი გავიტანი და ბევრი შიდა ტიტული მოვიპოვე. მე იქ საუკეთესო მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი.

ეს იყო გამოცდილება, რომელიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთესი ვარ, ვიდრე "სიტიში" ყოფნის დროს ვიყავი", - განაცხადა 32 წლის ბოსნიელმა ფორვარდმა.

ედინ ჯეკო ინგლისური კლუბის ღირსებას 2011-2016 წლებში იცავდა და 130 თამაშში 50 ბურთი გაიტანა.

"რომას" რიგებში კი ჯეკო 2015 წლიდან ასპარეზობს 133 მატჩში უკვე 69 ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ედინ ჯეკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები