ბოატენგი: "მე ვიცი, როგორ უნდა გავაჩეროთ რონალდუ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი: "მე ვიცი, როგორ უნდა გავაჩეროთ რონალდუ"


ბოატენგი:

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან, კომენტარი გერმანული კლუბის მცველმა ჟერომ ბოატენგმა გააკეთა.

"რონალდუ გოლების მანქანაა, ამიტომ მას დარტყმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ თორემ ის მინიმალურ შანსსაც იდეალურად იყენებს.

კრიშტიანოს შეჩერების ერთი გზა არსებობს - მთელმა გუნდმა მასზე უნდა ითამაშოს და უნდა შევეცადოთ, რომ ბურთი ხშირად არ ჰქონდეს.

მასზე სრულყოფილი მოთამაშე არ არსებობს. რონალდუ თანაბრად კარგად თამაშობს მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თავით", - აცხადებს ბოატენგი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები