ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა


ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, "ლივერპულმა" გუშინ "რომა" გაანადგურა - 5:2.

ასე და ამგვარად, მერსისაიდული კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის რიგებშიც სეზონის მანძილზე სამმა ფეხბურთელმა მოახერხა რვა ან მეტი გოლის გატანა.

მოგეხსენებათ, სადიო მანემ მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, ხოლო 10 გოლი "ლივერპულის" ერთდროულად ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი - მოჰამედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს.

"რომასა" და "ლივერპულს" შორის განმეორებითი 1/2 ფინალური დაპირისპირება მომავალ კვირაში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები