რამოსი: "ინიესტას ანდრესინიო რომ ერქვას, ახლა 2 ოქროს ბურთი ექნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "ინიესტას ანდრესინიო რომ ერქვას, ახლა 2 ოქროს ბურთი ექნებოდა"


რამოსი:

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, აღნიშნა, რომ ანდრეს ინიესტა ორი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა.

"ინიესტას ანდრესის მაგივრად ანდრესინიო რომ ერქვას, მას ორი ოქროს ბურთი ექნებოდა მოგებული", - განცხადა სერხიომ.

33 წლის ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის სამეულში ორჯერ მოხვდა: 2010 წელს ინიესტამ მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა, ხოლო 2012 წელს რონალდუსა და მესის.

ინიესტა სეზონის ბოლოს კატალონიის "ბარსელონას" დატოვებს და კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები