"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი



2018 წლის 13 მაისს მაიკლ კერიკი ბოლოჯერ გამოვიდა მოედანზე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. "უოტფორდთან" მატჩი იყო კარიერის დასასრული, მართალია არც ისე სახელოვანის, თუმცა საკმაოდ პროდუქტიულის. ინგლისური ფეხბურთის "უკანასკნელი ჯედაი" წავიდა.

კერიკზე ხშირად ამბოდნენ, რომ ის იყო მხოლოდ პაროდია როი კინზე ან მისი უხარისხო ასლი. დიახ, მაიკლმა ვერ მოახერხა სკანდალური ირლანდიელის ღირსეულად ჩანაცვლება, თუმცა ეს არც არის ცუდი. რატომ უნდა იყო ვიღაცის ასლი, როდესაც თავისებურად ხარ ორიგინალური?

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

1999-2000 წლის სეზონში, 17 წლის ასაკში, კერიკი უკვე "ვესტ ჰემის" მთავარ გუნდში ირიცხებოდა. ერთი წლის შემდეგ კი მაიკლმა მოიპოვა "ჩაქუჩების" საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული. კერიკთან ერთად ლონდონურ კლუბში ბრწყინავდნენ ინგლისური ფეხბურთის მომავალი ლეგენდები - ფრენკ ლამპარდი, რიო ფერდინანდი და ჯო კოული.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

ნიჭიერი თაობის მიუხედავად, "ვესტ ჰემმა" განიცადა ფიასკო პრემიერ ლიგაში და ჩემპიონშიფში დაქვეითდა. იმ პერიოდში კერიკის კარიერაში დაიწყო ტრავმების ეპიდემია, რის შედეგადაც ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვერ მოახერხა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება.

"ვესტ ჰემის" ჩაძირული გემი მომენტალურად დატოვეს დი კანიომ, ჯეიმსმა და კოულმა, თუმცა კერიკმა გაქცევას ამჯობინა ბრძოლა და გუნდს ქვედა დივიზიონში გაჰყვა. "ჩაქუჩებმა" ვერ მოახერხეს აღზევება, მაგრამ მაიკლის შრომა სათანადოდ დაფასდა - სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტი გამოისყიდა "ტოტენჰემმა".

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

მაიკლ იოლის მწვრთნელობის ქვეშ ინგლისელმა ნახევარმცველმა განაგრძო პროგრესირება და მოკლე დროში კერიკი "დეზების" წამყვან ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ჩამშლელმა დიდი როლი ითამაშა "ტოტენჰემის" მე-5 ადგილზე გასვლაში 2005-2006 წლის სეზონში.

იმ დროს ლონდონური კლუბი ძირითადად სატურნირო ცხრილის შუაში განისვენებდა ხოლმე, ევროთასებისთვის ბრძოლა კი ნამდვილი სიახლე იყო "დეზების" გულშემატკივრებისთვის. "ტოტენჰემმა" მხოლოდ ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან ჩემპიონთა ლიგის საგზური.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

კერიკი იყო იმ გუნდის ტვინი და მთავარი მამოძრავებელი, რომლის თავისთან ხილვა ძალიან უნდოდა სერ ალექს ფერგიუსონს. 2006 წლის 31 ივლისს შოტლანდიელმა თავკაცმა საწადელს მიაღწია - მაიკლი შეურთდა "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლის შემადგენლობაში ის გაატარებს კარიერის საუკეთესო წლებს.

"წითელ ეშმაკებს" კერიკის ტრანსფერი დაუჯდათ 18,6 მილიონი ფუნტი. ფერგიუსონმა მოკრძალებულად წარადგინა ის და გადაულოცა 16-ნომრიანი მაისური, რომლითაც სწორედ კინი თამაშობდა თავის დროზე.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

სერ ალექსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნამდე, კერიკი მუდამ ითვლებოდა "მანჩესტერის" წამყვან ფიგურად. მისი მთავარი კოზირი იყო პოზიციური თამაში მოკლე პასით.

"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის პერიოდში მაიკლმა მოიგო თითქმის ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გამონაკლისი მხოლოდ უეფას სუპერთასია, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს კერიკის ბრწყინვალე დოსიეს.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

როგორი წარმატებული კარიერაც ჰქონდა მაიკლს საკლუბო დონეზე, ისეთივე მშრალი და უღიმღამო გამოდგა მისი სანაკრებო თავგადასავალი. კერიკმა ჩაატარა მხოლოდ 34 მატჩი "ლომების" შემადგენლობაში. "იუნაიტედის" ნახევარმცველი მუდამ დაუფასებელი რჩებოდა ინგლისის მწვრთნელების მხრიდან.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

აღსანიშნავია, რომ კერიკი არასდროს ყოფილა 100%-ით ბრიტანელი ფეხბურთელი. მისი თამაშის სტილი ძალიან ჰგავდა იმას, რასაც "ბარსელონაში" ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან მომავალ "ბლაუგრანელებს".

კერძოდ კი თამაშის კითხვა, შეტევის დაწყებისთვის საჭირო ტემპის მიცემა აკურატული პასების თანხლებით და არა უაზრო ჩაწოდებები. "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ მოედანზე მაიკლია, ისინი აუცილებლად მიიღებდნენ ოსტატურ ასისტს მოედნის სიღრმიდან.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

მიუხედავად იმისა, რომ კერიკი პოზიციურად იყო საყრდენი ნახევარმცველი, ის არასდროს ყოფილა ე.წ. "ყასაბი", როგორც იგივე კინი. კიდევ ერთი პარალელი "ბარსას" სათამაშო სტილთან, კერძოდ კი სერხიო ბუსკეტსთან.

ხოსეპ გვარდიოლამ ერთხელ თქვა - ჭკვიანი ჩამშლელი აუცილებლად გახდება მომავალში წარმატებული მწვრთნელი. კერიკი იდეალურად ჯდება ამ დახასიათებაში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მაიკლი უკვე ლეგენდად ქცეული კატალონიელის მიღწევების გამეორებას.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები