იუვენტუსის ფეხბურთელი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის ფეხბურთელი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს


იუვენტუსის ფეხბურთელი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს

გავლენიანი იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან "დორტმუნდში" ითამაშებს.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტურინელთა მცველი სტეფან ლიხშტაინერი გერმანულ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლიხშტაინერმა უკვე დაადასტურა, რომ 30 ივნისს, როცა მას "იუვენტუსთან" კონტრაქტი ამოეწურა, კლუბს საბოლოოდ დატოვებს.

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში გუნდთან ერთად 2 ტიტულის - სერია ა-ს და იტალიის თასის მოგება მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები