ბასილაშვილმა სენსაცია ვერ შემოგვთავაზა - ჯოკოვიჩის მარტივი გამარჯვება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბასილაშვილმა სენსაცია ვერ შემოგვთავაზა - ჯოკოვიჩის მარტივი გამარჯვება


ბასილაშვილმა სენსაცია ვერ შემოგვთავაზა - ჯოკოვიჩის მარტივი გამარჯვება

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულად ასპარეზობდა. წინა რაუნდიდან მან ბალდე გამოაგდო.

მეორე ეტაპზე კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოუწია პაექრობა, რომელიც ბოლო პერიოდში, არც თუ ისე კარგ ფორმაშია.

პირველი გეიმები ქართველმა სერბს ტოლსწორად ეთამაშა, თუმცა შემდეგ გატყდა და საბოლოოდ, 6:4, 6:2 წააგო.

ცნობილია, რომ რომის მასტერსის შემდეგ რაუნდში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ალბერტ რამოსი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები