აინტრახტს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აინტრახტს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს


აინტრახტს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ფრანკფურტის "აინტრახტის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია - მომდევნო სეზონიდან გუნდს ადი ჰიუტერი უხელმძღვანელებს.

48 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა "არწივებთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიუნხენის "ბაიერნში" მიმავალ ნიკო კოვაჩს შეცვლის.

ადი ჰიუტერი 2015 წლიდან შვეიცარიული "იანგ ბოიზის" თავკაცი იყო. ზედიზედ ორი მეორე ადგილის შემდეგ ამ სეზონში "იანგ ბოიზმა" "ბაზელის" 8 წლიანი ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
აინტრახტი ადი ჰიუტერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები