სანდრო მანჩესტერში, მარსიალი იუვენტუსში - ევროპული გრანდები ბარტერს ამზადებენ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანდრო მანჩესტერში, მარსიალი იუვენტუსში - ევროპული გრანდები ბარტერს ამზადებენ?


სანდრო მანჩესტერში, მარსიალი იუვენტუსში - ევროპული გრანდები ბარტერს ამზადებენ?

ევროპული ფეხბურთის ორმა გრანდმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ტურინის "იუვენტუსმა", შესაძლოა მოთამაშეები გაცვალონ.

"წითელი ეშმაკები" იტალიური კლუბის მარცხენა მცველს, ალექს სანდროს, უკვე დიდი ხანია აკვირდებიან და მზად არიან, მის სანაცვლოდ ანტონი მარსიალი დათმონ.

მანჩესტერული პრესის ინფორმაციით, თუ "იუვენტუსი" ბარტერზე წავა, მაშინ 10 მილიონი ევროს დამატება მოუწევს, ვინაიდან სანდროს 50 მილიონ ევროდ უშვებდნენ, ხოლო მანკუნიანელები მარსიალს 60 მილიონ ევროდ აფასებენ.

27 წლის ბრაზილიელმა მცველმა ამ სეზონში "იუვეს" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა. 22 წლის ფრანგმა შემტევმა კი 44 მატჩში 11 ბურთი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები