ავტორიზაცია

გალათასარაი მზადაა იკარდის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს

გალათასარაი მზადაა იკარდის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 05 ივლ 2023, 16:32
თურქული "გალათასარაი" მზადაა, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის მაურო იკარდის  ტრანსფერი გამოისყიდოს. 

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში არგენტინელი თურქულ გრანდში ერთწლიანი იჯარით თამაშობდა.

თურქული გამოცემის Fanatik-ის ცნობით, "გალათასარაი" მზადაა იკარდის ტრანსფერზე ბონუსების გათვალისწინებით 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში იკარდიმ 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.