ავტორიზაცია

ოფიციალურად: პსჟ-მ მაურო იკარდი 10 მილიონ ევროდ გაყიდა

ოფიციალურად: პსჟ-მ მაურო იკარდი 10 მილიონ ევროდ გაყიდა
თარიღი 29 ივლ 2023, 00:02
თურქულმა „გალათასარაიმ“ მაურო იკარდი გამოისყიდა.

„პსჟ-მ“ 2020 წელს 50+8 მილიონ ევროდ „ინტერიდან“ ნაყიდი არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

თურქული კლუბი ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს გადაიხდის, იკარდიმ კი გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაურომ წინა სეზონი „გალათასარაიში“ იჯარით გაატარა და ჩემპიონატის 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა.