ავტორიზაცია

სერხიო რამოსმა თურქული გრანდისგან შეთავაზება მიიღო

სერხიო რამოსმა თურქული გრანდისგან შეთავაზება მიიღო
თარიღი 15 აგვ 2023, 14:49
თურქულ "გალათასარაის" ესპანელი მცველის სერხიო რამოსის გაძლიერება სურს. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფეხბურთელი "პსჟ"-დან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

Fanatik-ის ცნობით, თურქული კლუბი გამოცდილ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს სეზონში 5,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

2022/2023 წლების სეზონში რამოსმა პარიზული გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.