ავტორიზაცია

თურქეთის სუპერთასი საუდის არაბეთში გაიმართება

თურქეთის სუპერთასი საუდის არაბეთში გაიმართება
თარიღი 21 ოქტ 2023, 10:52
თურქეთის სუპერთასისთვის 2023 წლის მატჩი "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეს" შორის საუდის არაბეთში წლის ბოლოს გაიმართება.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეროვნული ჩემპიონისა და თასის მფლობელის შეხვედრა 30 დეკემბერს, რიადში ალ-ავვალ სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გალათასარაიმ" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ფენერბახჩეს" რვა ქულით გაუსწრო.