ავტორიზაცია

1 მილიარდი ევრო 3 წელიწადში — კლუბი, რომელმაც მესის ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

1 მილიარდი ევრო 3 წელიწადში — კლუბი, რომელმაც მესის ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 07 აგვ 2021, 19:38

"ალ სადმა" თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე თავდამსხმელს, ლიონელ მესის ზღაპრული წინადადებით მიმართა, წერს 101 Great Goals.

როგორც აღინიშნება, ყატარულმა კლუბმა 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს 1 მილიარდ ევროზე გათვლილი 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, "ალ სადს" ხავი წვრთნის, ვისთან ერთადაც მესი წლების განმავლობაში "ბარსელონაში" ასპარეზობდა.

ლეოს კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ამოეწურა, 5 აგვისტოს კი დადასტურდა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ.

"ბარსელონას" პირველ გუნდში მესის დებიუტი 2004 წელს შედგა და მას შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში შეუცვლელად თამაშობდა. არგენტინელმა გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო.