ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე, ლეო მესი კამპ ნოუზე პრესკონფერენციას გამართავს
ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე, ლიონელ მესი „კამპ ნოუზე“ პრესკონფერენციას გამართავს.
ჯერჯერობით, არგენტინელის პრესკონფერენციის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ეს მისი „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია იქნება.
ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩება, თუ მესი „მადლობების“ თემას და წასვლით გულდაწყვეტილების გამოხატვას გაცდება.
არ არის გამორიცხული, მესიმ ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებსა და დამნაშავეებზეც ილაპარაკოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა და დიდი ალბათობით, ყველაფერი უბრალოდ ფორმალური დამშვიდობებით შემოიფარგლება.
აგრეთვე ჟურნალისტი ამატებს, რომ ლიონელი „პსჟს“ მთავარ მწვრთნელს პარიზში გადაბარგებაზე უკვე ესაუბრა.
ოფიციალურად, პარიზელებს მესისთვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ, მაგრამ ფორმალური შეთანხმება მხარეებს შორის შემდგარია და არც ოფიციალურ ნაბიჯამდე გვაშორებს დიდი დრო - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალ სეზონს კოპა ამერიკის ახალი გამარჯვებული „პსჟში“ დაიწყებს.