ლეო მესის ტრანსფერს პსჟ ეიფელის კოშკის მეშვეობით დაადასტურებს?!
ლიონელ მესის წარსადგენად, „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა ეიფელის კოშკი გამოიყენოს.
El Chiringuito TV-ს ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა ეს ისტორიული ნაგებობა 10 აგვისტოსთვის, გაურკვეველი მიზეზით დაჯავშნა.
უკანასკნელად, ასეთი გადაწყვეტილება „პსჟმ“ 2017 წელს მიიღო, როცა „ბარსელონადან“ ნეიმარი 222 მლნ ევროდ გადაიბირა და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი სწორედ ეიფელის კოშკის დახმარებით დაადასტურა.
პრესაში არსებობს ეჭვი, რომ პარიზელები ახლაც ანალოგიურის გაკეთებას აპირებენ და დიდი ალბათობით, მესის ტრანსფერსაც სწორედ ამ დროს დაადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ „პსჟ-სთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია, მხარეები კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებენ კიდევ ერთი წლით გახანგრძივების პერსპექტივით, წლიური ხელფასის სახით კი მესი 35-40 მლნ ევროს მიიღებს.