ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენმა მესისთან სრული შეთანხმება უარყო - კონტრაქტი გაფორმებული ჯერ არ არის

პარი სენ ჟერმენმა მესისთან სრული შეთანხმება უარყო - კონტრაქტი გაფორმებული ჯერ არ არის
თარიღი 07 Aug 2021, 15:09

თავდამსხმელ ლეო მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ჯერ ბოლომდე არ შეუთანხმებია, იტყობინება Goal.com პარიზელების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

გუშინ, „პსჟ-ს“ მფლობელის, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ძმამ „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაიხურა და ლეო მესის ტრანსფერს პარიზული გუნდი სულ მალე დაადასტურებს.

თუმცა, „პსჟ“ იტყობინება, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი და მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებული ჯერ არ არის.

ცნობისთვის, „პსჟ“ არის ერთადერთ გუნდი, რომელიც მესის „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ დაუკავშირდა და რეალური კონტრაქტიც შესთავაზა.

პრესაში გაიჟღერა „სიტის“ სახელმაც, თუმცა „პსჟ“ ერთადერთია, რომელმაც ყველაზე აშკარა ნაბიჯები გადადგა.

„ბარსელონამ“ 5 აგვისტოს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მესისთან კონტრაქტი გახანგრძლივებული ვერ იქნება.