ავტორიზაცია

"აგუერო ბარსელონაში გადავიდა მესის გამო, ის კი წავიდა, იგივე ევერტონში მეც განვიცადე", - ხამესი

"აგუერო ბარსელონაში გადავიდა მესის გამო, ის კი წავიდა, იგივე ევერტონში მეც განვიცადე", - ხამესი
თარიღი 07 აგვ 2021, 13:12

"ევერტონის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როგრიგესმა, ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა და სერხიო აგუეროს მოსვლა თავის გუნდში მომხდარ სიტუაციას შეადარა:

"აგუერო ბარსელონაში გადავიდა მესის გამო, ის კი წავიდა. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი და იგივე რამ განვიცადე მეც, როდესაც ევერტონში მოვედი. ძალიან სამწუხაროა.

მე ხომ ამ გუნდში გადმოვედი ანჩელოტის გამო, ის კი რეალში დაბრუნდა. წარმატებებს ვუსურვებ მას თავის ახალ სამსახურში", - განაცხადა კოლუმბიელმა ფლეიმეიქერმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა და ლივერპულელთა გამთამაშებელმა ერთად იმუშავეს როგორც მადრიდში (2014-2015), ისე მიუნხენის "ბაიერნშიც" (2015-2016).