"მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამიკეთე", - კოუტინიო მესის ემოციურად დაემშვიდობა
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო სოციალური ქსელის საშუალებით ლიონელ მესის დაემშვიდობა. შეგახსენებთ, კატალონიელებმა ვერ შეძლეს არგენტინელის რეგისტრაცია.
"მესი, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამიკეთე. ჩემთვის იყო დიდი პატივი შენთან შეხვედრა და თამაში. არასდროს დამავიწყდება, თუ რა კარგად ეპყრობოდი ჩემს ოჯახს.
გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ღმერთმა დალოცოს შენი ოჯახი და სახლი. მომავალ შეხვედრამდე", - განაცხადა ბრაზილიელმა ფლეიმეიქერმა თავის ინსტაგრამში.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლეო კარიერას გააგრძელებს "პარი სენ-ჟერმენში", "ბლაუგრანას" გამთამაშებელს კი მსურველები ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავს.