"მინდა, რომ მესი გადავიდეს რონალდუსთან, იუვენტუსში", - ხამესი
მადრიდის "რეალის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ ის ლიონელ მესის იხილავდა კრიშტიანუ რონალდუს გვერდით, ტურინის "იუვენტუსში":
"მინდა, რომ მესი გადავიდეს რონალდუსთან, იუვენტუსში. ეს იქნებოდა უბრალოდ ბომბი, ფეხბურთის გულშემატკივრების ნამდვილი ოცნება. საოცარი იქნებოდა ორი ლეგენდის ერთად ხილვა.
ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონაში ყოველ სეზონში იტანდა მინიმუმ 30 გოლს და ცხადია, მისი ჩანაცვლება ურთულესი იქნება", - განაცხადა კოლუმბიელმა.
"ევერტონის" ფლეიმეიქერის სურვილს ახდენა არ უწერია, რადგან არგენტინელი თავდამსხმელი გადადის არა "ბებერ ქალბატონში", არამედ "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში.