ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: დემირალმა იუვენტუსი დატოვა

უკვე ოფიციალურად: დემირალმა იუვენტუსი დატოვა
თარიღი 07 აგვ 2021, 10:47

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, მერიჰ დემირალი კარიერას განათხოვრების წესით ბერგამოს "ატალანტაში" გააგრძელებს.

თურქი უკანახაზელი "ქალღმერთში" შეცვლის კრისტიან რომეროს, რომელიც ლონდონის "ტოტენჰემში" 7 აგვისტოს 50 მილიონ (5 მილიონი ბონუსებითაც) ევროდ გადავიდა.

"ბებერი ქალბატონი" "შავ-ლურჯებისგან" მიიღებს სამ მილიონს, გამოსყიდვის შემთხვევაში კი 25 მილიონსაც. აქვე დავამატებთ, "ჰოტსპურში" გადასული არგენტინელი აგრეთვე "ბიანკონერის" საკუთრება იყო.

"იუვენტუსი" თავისი ახლა უკვე ყოფილი მცველის "სპურსში" გაყიდვით, "ატალანტასგან" სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონს მიიღებს. ასეთია სატრანსფერო სამკუთხედი მოხდა ტურინელებს, "ტოტენჰემსა" და ბერგამოელებს შორის.