ლორისი ტოტენჰემის კაპიტნობას კარგავს? - პოჩეტინოს კომენტარი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლორისი ტოტენჰემის კაპიტნობას კარგავს? - პოჩეტინოს კომენტარი


ლორისი ტოტენჰემის კაპიტნობას კარგავს? - პოჩეტინოს კომენტარი

მოგეხსენებათ, "ტოტენჰემის" ფრანგი მეკარე უგო ლორისი საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომის გამო ფულადი ჯარიმით დასაჯეს და მართვის მოწმობა 20 თვის ჩამოართვეს.

ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლორისი მომავალ მატჩებში "ტოტენჰემის" კაპიტანი არ იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მთავარმა მწვრთნელმა უარჰყო.

"რაც გუშინ მოხდა კარგი არ არის, თუმცა ეს კლუბთან არაფერ შუაში არ არის და ის კვლავ ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება", - აცხადებს პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში მამლები "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრას ლორისი გამოტოვებს.

ასევე იხილეთ:

"გასაოცარი, მუქი თმით, ესპანელი", - როგორ აბამდა კრაუჩი ალონსოს მეუღლეს?

ფოტო - ასე დაემშვიდობა რამოსის მეუღლე ზაფხულს

თასების მფლობელთა თასი ბრუნდება - მწვანე შუქი ქართულ კლუბებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები