Goal.Ge

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა


ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი. ხორვატიის ნაკრებისა და "ბარსელონას" წამყვანი ფეხბურთელი. ბალკანელის კოლექციაშია: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგის რამდენიმე ოქრო, ევროპა ლიგა, მუნდიალის ვიცე-ჩემპიონობა და ბევრი სხვა.

საფეხბურთო სამყარომ სლავი მოთამაშე გელზენკირხენის "შალკესა" და "სევილიაში" ასპარეზობის დროს გაიცნო. ბევრმა არ იცის, რომ რაკიტიჩის კარიერა "ბაზელში" დაიწყო, მეტიც, ახალგაზრდობაში ივანს შვეიცარიასთან უამრავი რამ აკავშირებდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

საქმე იმაშია, რომ ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ნეიტრალურ ქვეყანაში დაიბადა. ბალკანელი 2006-2007 წლებში "მესაათეების" 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდშიც გამოდიოდა, მაგრამ ბოლოს, არჩევანი ისტორიულ სამშობლოზე შეჯერდა.

სლავი ფეხბურთელი "მოლინ-რიბურგის" აკადემიაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ის "ბაზელში" მოხვდა. 2005-ში, ანუ მაშინ, როდესაც რაკიტიჩი 17 წლის იყო, მან "წმინდანთა" მთავარ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

"როტბლაუს" იმ დროს ჯერ კიდევ კრისტიან გროსი ედგა სათავეში - ალბათ, ყველაზე წარმატებული მწვრთნელი "ლურჯ-წითლების" ისტორიაში. რაც შეეხება შემადგენლობას, ივანის გარდა, "ბაზელში" ბრწყინავდნენ: ცუბერბიულერი, იაკინი, მიულერი, ვარელა, ჩიპერფილდი, როსი და ა.შ.

"წმინდანების" ახალ თაობას კი რაკიტიჩთან ერთად წარმოადგენდნენ - პეტრიჩი, კუზმანოვიჩი, ედუარდო და დეგენი. ერთი სიტყვით, "როტბლაუ" შვეიცარული ფეხბურთის ლიდერი იყო, რომელიც ევროპაში დამკვიდრებასაც ცდილობდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

აღსანიშნავია, რომ სეზონში, როდესაც ივანი მთავარ გუნდში გადაიყვანეს, "ლურჯ-წითლებმა" გაიფორმეს შვეიცარიის სუპერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი: მიხეილ ყაველაშვილი.

ქართველი იმ დროს უკვე 33 წლის იყო და გროსი მასში გამოცდილ ოსტატს ხედავდა, რომელიც ახალგაზრდებს დიდ ფეხბურთს შეაჩვევდა. ჩვენმა თანამემამულემ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ნეიტრალურ ქვეყანაში გაატარა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

"მანჩესტერ სიტიდან" წამოსვლის შემდეგ, ყაველაშვილმა ითამაშა "გრასჰოპერში", "ციურიხში", "ლუცერნში", "სიონში", "არაუსა" და "ბაზელში". ჯამში - თითქმის 10-წლიანი კარიერა ალპებში, 230-მდე მატჩი, 70-ზე მეტი გოლი, ჩემპიონობა და ქვეყნის თასი.

"წმინდანთა" შემადგენლობა ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელით შეივსო. მიხეილი არაერთხელ დახმარებია "როტბლაუს". სამწუხაროდ, ქართველს, ისევე როგორც რაკიტიჩს, ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. ივანი იყო მეტისმეტად ახალგაზრდა, ყაველაშვილი კი უკვე ხანში შესული.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ამის მიუხედავად, აღნიშნულმა ტანდემმა რამდენიმე შეხვედრა ერთად მაინც ჩაატარა. გამოსარჩევია 2006 წლის აგვისტოში "თუნის" განადგურება - ფეხბურთელები მოედანზე თითქმის ერთდროულად შემოვიდნენ და მეტოქის დარბევაში მათ თავისი წვლილი შეიტანეს.

მიხეილმა და ივანმა ერთად უეფას თასის შესარჩევ ეტაპზეც ითამაშეს. "ლურჯ-წითლებმა" მათი დახმარებით "ტობოლი" და "ვადუცი" დაამარცხეს. ქართველი გროსის გუნდში ერთგვარი ჯოკერის როლში იყო, რომელიც მძიმე დროს გუნდისთვის საჭირო გოლს იტანდა.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ჯამში ჩვენმა თანამემამულემ "ბაზელში" ოთხი ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი ყაველაშვილმა 82-91 წუთების შუალედში გაქვითა. შეიძლება ვინმეს ახსოვდეს კიდეც "გრასჰოპერთან" მატჩი, რომელშიც მიხეილის შემოსვლამდე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველმა თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ყაველაშვილმა და რაკიტიჩმა ერთად წელიწად-ნახევარი გაატარეს. სამწუხაროდ, ჩემპიონობის ზეიმის ბედნიერება მათ არ ჰქონიათ, მიზეზი - კურიოზულია და უცნაურიც კი.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

საქმე იმაშია, რომ "წმინდანებმა", ისევე როგორც ჩემპიონმა "ციურიხმა" 78 ქულა მოაგროვეს. მათი სხვა შედეგებიც აბსოლიტურად იდენტური იყო - 23 გამარჯვება, 9 ფრე, 4 მარცხი, მაგრამ "ციურიხს" ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა, შესაბამისად, ჩემპიონი სწორედ აღნიშნული გუნდი გახდა და არა "როტბლაუ".

შემდეგ სეზონში მიხეილისა და ივანის გზები გაიყარა. ქართველი "ლურჯ-წითლების" შემადგენლობაში პრაქტიკულად აღარ ჩნდებოდა, რის შედეგადაც, ზამთარში მან კლუბი დატოვა, მოგვიანებით კი კარიერაც დაასრულა. რაც შეეხება ხორვატს, ის "ბაზელში" დამკვიდრდა და ევროპული კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ერთი წლის შემდეგ, ბალკანელი "შალკეში" გადავა, სადაც ლევან კობიაშვილსა და ლევან ყენიას შეხვდება. მოგვიანებით კი ლა ლიგის სამყაროში შეაბიჯებს "სევილიასა" და "ბარსელონას" შემადგენლობაში. ასეთია რაკიტიჩის კარიერული გზა, ყაველაშვილიდან-მესიმდე.

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნაპოლის პრეზიდენტმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ანჩელოტის სურს

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 21:14

რეალი თუ იუვენტუსი? - პოგბამ სასურველი კლუბი შეარჩია

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ნახევარმცველი, პოლ პოგბა "იუნაიტედს" დატოვებს.

დღეს, 20:31

დუგლას კოშტამ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუგლას კოშტამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 20:26

ანდრე გომეშის მომავალი გადაწყდა - Sky Sports

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 20:23

ოფიციალურად: მატას მომავალი გაირკვა

აღნიშნულ ინფორმაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 19:59

რა გეგმები აქვს ნაპოლის ხამესთან დაკავშირებით?

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 19:52

დადასტურდა - ფეკირი ამ ზაფხულს ლიონს დატოვებს

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ ნაბილ ფეკირს წასვლა უნდა.

დღეს, 19:47

მორიგი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ლეონარდოს პსჟ-ში სურს

"პსჟ"-ს ახალმა სპორტულმა დირექტორმა ამ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

დღეს, 19:27

99%-ით გადაწყდა: ჟოაო ფელიშის ახალი კლუბი ცნობილია!

აღნიშნულ ინფორმაციას უკვე არაერთი გავლენიანი გამოცემა ადასტურებს.

დღეს, 19:22

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ფასი დააკლო - შანსი მსურველებს

"მანჩესტერი" მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველ პოლ პოგბას შეელიოს.

დღეს, 19:18

ოფიციალურად: ლივერპული მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

აქამდე, "ლივერპული" მცველმა, ალბერტო მორენომ და თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა დატოვა.

დღეს, 18:51

ვილიანსა და ჩელსის შორის უთანხმოებაა - ბრაზილიელი ორ გრანდს სურს

"ჩელსი" ნახევარმცველ ვილიანთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.

დღეს, 18:45

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს შემცვლელი ცნობილია

მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

დღეს, 18:41

მთავარი მიზეზი, რის გამოც დე ლიგტმა ბარსელონაში გადასვლა იუარა

"აიაქსის" მცველმა, მატეის დე ლიგტმა "ბარსელონაში" გადასვლა იუარა, იუწყება Cadena SER.

დღეს, 18:21

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 18:16

"რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს", - აგენტი ბეილის მომავალზე ალაპარაკდა

"რეალის" თავდამსხმელის, გარეტ ბეილის აგენტმა უელსელის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 18:10

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

დღეს, 17:39

რეალი წინასასეზონო შეკრებას რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დაიწყებს

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" საზაფხულო განრიგი ცნობილია.

დღეს, 17:28

ოფიციალურად: ჰუმელსი დორტმუნდში დაბრუნდა

მატს ჰუმელსი მიუნხენის "ბაიერნიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდა.

დღეს, 17:04

სუარესი: "ვალვერდე კრიტიკას არ იმსახურებს"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ერნესტო ვალვერდე დაიცვა.

დღეს, 16:57

დემბელე ლივერპულში 105 მილიონად?

Marca-ს ცნობით, ოსმან დემბელეს ახალი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:46

მოურინიომ თავისი ოცნების 11-ეული დაასახელა

ჟოზე მოურინიომ დაასახელა ოცნების 11-ეული იმ ფეხბურთელებიდან, რომლებსაც პორტუგალიელი თავისი კარიერის განმავლობაში წვრთნიდა.

დღეს, 16:32

კოსტასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Tuttosport -ის ცნობით, დუგლას კოსტასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 16:23

უეფამ ნეიმარის დისკვალიფიკაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

უეფამ ნეიმარის დისკვალიფიკაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 16:10

მილანი მთავარ მწვრთნელს და პირველ ტრანსფერს დღეს დაადასტურებს?

იტალიური გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, "მილანი" მთავარ მწვრთნელს და პირველ ტრანსფერს დღეს დაადასტურებს.

დღეს, 15:44

ნაპოლის მცველი მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე

"ნაპოლის" მცველმა კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

დღეს, 15:36

კუბოს გახსნის მოლოდინში - 10 საუკეთესო იაპონელი ევროპულ ფეხბურთში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბო გაიფორმა. ევროპულ ფეხბურთს მორიგი იაპონელი შეემატა,

დღეს, 15:21

45 მილიონი + ფეხბურთელი: რეალი ერიქსენზე გადაერთო

პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების გამო, "რეალმა" ყურადღება კრისტიან ერიქსენზე გადაიტანა.

დღეს, 15:20

პლატინი გაათავისუფლეს - ფრანგის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

"უეფას" ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, დანაშაული არ წაუყენეს.

დღეს, 15:16

ნაპოლის ხამესის ტრანსფერით სარის პრეზენტაციის გადაფარვა სურს?

"ნაპოლი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის გადაბირებასთან ახლოსაა.

დღეს, 15:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10