15-წლიანი ისტორია დასრულდა — ლეგენდარული ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებიდან დაითხოვეს
ლეგენდარულმა ოსკარ ტაბარესმა ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.
74 წლის სპეციალისტი გუნდს 15 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა - 2006 წლის თებერვლიდან. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში იგი იქამდეც მუშაობდა - 1988 წლიდან 1990 წლამდე.
რამდენიმე დღის წინ, ურუგვაი ბოლივიასთან (0:3) განადგურდა და ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნია. გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.
ტაბარესმა ურუგვაის ნაკრებს 234 მატჩში უხელმძღვანელა. გუნდმა მისი მეთაურობით 2010 წელს მუნდიალის ნახევარფინალში გააღწია, 2011 წელს კი კოპა ამერიკა მოიგო.
უთანხმოება ფიფასა და ურუგვაის შორის - სამხრეთამერიკელებს მაისურიდან 2 ვარსკვლავის წაშლას სთხოვენ