ავტორიზაცია

ტურინში იღბალი ვერ ჩაიტანა! როგორი შედეგი აქვს რონალდუს იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე?

ტურინში იღბალი ვერ ჩაიტანა! როგორი შედეგი აქვს რონალდუს იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე?
თარიღი 10 მარ 2021, 02:46

როგორც ამბობდნენ, „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადაიბირა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მოგებული და მათ შორის, „იუვენტუსში“ ზედიზედ 3-გზის გამარჯვებულის რანგში გადადიოდა. თუმცა, ტურინში იღბლის ჩატანა ვერ მოახერხა.

რონალდუსთვის ეს „ბებერ სინიორაში“ მესამე სეზონია და წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიელს „ზებრების“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც კი არასდროს უთამაშია.

თავის პირველ სეზონში ის ¼-ფინალში, „აიაქსთან“ გავარდა, მეორე და მესამე სეზონებში კი ტურნირს მერვედფინალიდან ეთიშება. შარშან „იუვენტუსი“ „ლიონს“ შეეწირა, წელს კი - „პორტუს“.

იხილეთ ასევე: 

4:4 ორი მატჩის ჯამში და წარმოუდგენელი დრამა! იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა