"პენალტის მოგერიება კარგი შეგრძნებაა" - მამარდაშვილი მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის "ლოკომოტივი" გორის "დილას" სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ბოლო წუთებზე ირაკლი ბიძინაშვილს პენალტი აუღო.
GOAL.GE-მ მამარდაშვილი ეროვნული ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
"Ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. დაძაბული, ბევრი მომენტებით. Რა თქმა უნდა, პენალტის მოგერიება კარგი შეგრძნება იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდებოდა, 3 ქულა რომ მოგვეპოვებინა.
გუგეშას რაც შეეხება, მივულოცეთ ერთმანეთს კარგი თამაში და წარმატებები ვუსურვეთ", - გვითხრა მამარდაშვილმა.