მატჩის გმირი: გიორგი მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე თამაში [VIDEO]
ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად გორის "დილას" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
ის, რომ რკინიგზელებმა ეს შეხვედრა არ წააგეს, ამ გუნდის ახალგაზრდა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა.
მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი პენალტი აიღო და გუნდს ქულა მოუტანა.