პირლო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ რონალდუს მიმართ კრიტიკას ეხმაურება
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გუნდის ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
"საქმე მხოლოდ რონალდუში არ არის. ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც ტურნირს გამოვეთიშეთ. ვერდიქტების გამოტანის უფლებას ჟურნალისტებს დავუტოვებ".
"ჩემთვის რონალდუ ყოველთვის ნამდვილი "შვიდიანი" იქნება. ეს მისი ნომერია", - თქვა "ბიანკონერის" თავკაცმა შოუ Striscia La Notizia-ში.
9 მარტს, "იუვენტუსი" "პორტუსთან" (3:2, პირველი - 1:2) დამარცხდა და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფლეი ოფს გამოეთიშა.
ასევე იხილეთ:
"ჩემპიონთა ლიგას მარტო ვერ მოიგებს", - ბრუნო რონალდუს გამოექომაგა