ლაპორტას აზრით, ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლია - AS

"ბარსელონა" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდით აქტიურად ინტერესდება, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ ნორვეგიელის ტრანსფერი შესაძლებელია, მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის აზრით, 20 წლის თავდამსხმელის შეძენა კლუბის ბევრ პრობლემას მოუღებს ბოლოს.
2020/21 წლების სეზონში ჰოლანდმა გერმანიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ასევე იხილეთ:
ლაპორტას სია - 4 ფეხბურთელი, რომლის სახელს ბარსელონას უკავშირებენ