ბარსელონას რადარზე 5 ფეხბურთელია და 2 სუპერვარსკვლავის გაშვებას გეგმავს - AS
არ არის გამორიცხული, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო და თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი გუნდიდან წავიდნენ, იტყობინება AS.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, "ბარსა" ბრაზილიელისა და ფრანგის გაშვებას სხვა ფეხბურთელების შესაძენად გეგმავს.
კატალონიელთა სასურველ მოთამაშეთა შორის არიან: ერლინგ ჰოლანდი, დავიდ ალაბა, სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და მემფის დეპაი. თუმცა, აქვე აღინიშნება, რომ გრიზმანს წასვლა არ უნდა.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ანტუანმა "ბარსელონას" მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. 28 წლის კოუტინიოს აქტივში 14 მატჩი, 3 გოლი და 2 ასისტია.
ასევე იხილეთ:
ლაპორტას აზრით, ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლია - AS