ავტორიზაცია

პსჟ-ში მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

პსჟ-ში მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
თარიღი 12 Mar 2021, 10:51

"პსჟ"-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარიზელებს "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შეძენა სურთ.

მოგეხსენებათ, გუშინ, 11 მარტს, დაიწერა, რომ "პარი სენ ჟერმენი" ორივე სუპერვარსკვლავით ინტერესდება.

"ამ ეტაპზე, მესისთან დაკავშირებით არაფერი ხდება. რონალდუს რაც შეეხება, გვახარებს ის ფაქტი, რომ "პსჟ" თითქმის ყოველთვის ყველა სიახლეში ფიგურირებს. ეს კარგია".

"სატრანსფერო ფანჯარა მთავარი მოძრაობაა. "პსჟ" ძალიან სასურველი კლუბია. თუმცა, ამ დროისთვის, ახალ ფეხბურთელზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Goal.com.

მესის "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. გასულ ზაფხულს არგენტინელს კატალონიური გრანდიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ გაუშვა. რონალდუს კი "იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე იხილეთ:

მესის შემდეგ რონალდუც - პსჟ ტურინში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება