ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა მესის შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა
"ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ ფორვარდ ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის თაობაზე ისაუბრა.
"მესის შეძენაზე ვერ ვისაუბრებთ, "ბარსელონას" ფეხბურთელია და მთელი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული. ვფიქრობ, ასპარეზობას იქ გააგრძელებს კიდეც".
"იმ ფეხბურთელებზე ვართ კონცენტრირებულები, რომლებიც გვყავს. საკუთარ თავზე და მომდევნო მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყველაფერი კარგად გვაქვს", - ციტირებს ძანეტის სიტყვებს Football Italia.
მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. დიდი ალბათობით, 33 წლის არგენტინელი უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე "ბლაუგრანას" დატოვებს. მისი დამატების მთავარი კანდიდატები "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" არიან.
ასევე იხილეთ:
პსჟ-ში მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან