ავტორიზაცია

დეპაი თუ აგუერო? - კუმანი და ლაპორტა ახალი თავდამსხმელის თაობაზე ვერ თანხმდებიან

დეპაი თუ აგუერო? - კუმანი და ლაპორტა ახალი თავდამსხმელის თაობაზე ვერ თანხმდებიან
თარიღი 12 Mar 2021, 11:37

"ბარსელონაში" ახალი თავდამსხმელის კანდიდატურასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ამ საკითხზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანისა და კლუბის ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მოსაზრებები განსხვავებულია.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sport.es იტყობინება, კუმანს "ბარსაში" "ლიონის" თავდამსხმელის, მემფის დეპაის ხილვა უნდა. კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა კი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სერხიო აგუეროსთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი სპეციალისტი ცდილობს ფუნქციონერი დაარწმუნოს იმაში, რომ მისი 27 წლის თანამემამულე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს, ვიდრე 32 წლის არგენტინელი.

კუმანი პირადად ინარჩუნებს დეპაისთან კონტაქტს. მიუხედავად არაერთი წინადადებისა, მემფისი საბოლოო პასუხს სწორედ "ბარსელონასგან" ელოდება. ჰოლანდიელი მზადაა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეც კი გახდეს.

ასევე იხილეთ:

ბარსელონას რადარზე 5 ფეხბურთელია და 2 სუპერვარსკვლავის გაშვებას გეგმავს - AS