აგუეროს მანჩესტერ სიტიდან წასვლა გარდაუვალია, გვარდიოლამ შემცვლელი შეარჩია - AS
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისურ კლუბს დატოვებს, წერს AS.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, დიდი ალბათობით, არგენტინელს გაუშვებს.
32 წლის ფორვარდს არ ესმის, თუ რატომ ტოვებს ესპანელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე. როგორც იწერება, გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" გამოცდილი შემტევის შემცვლელად "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ჟოაო ფელიქსის ხილვა სურს.
10 მარტს სპეციალისტმა განაცხადა, რომ აგუეროს კონტრაქტს სეზონის ბოლოს განიხილავენ. 2020/21 წლების სეზონში სერხიომ "ქალაქელთა" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "სიტისთან" 2021 წლის ივნისში ეწურება.
ასევე იხილეთ:
დეპაი თუ აგუერო? - კუმანი და ლაპორტა ახალი თავდამსხმელის თაობაზე ვერ თანხმდებიან