ავტორიზაცია

კუმანი აგუეროს ტრანსფერის წინააღმდეგია და უპირატესობას სხვა თავდამსხმელს ანიჭებს - Mundo Deportivo

კუმანი აგუეროს ტრანსფერის წინააღმდეგია და უპირატესობას სხვა თავდამსხმელს ანიჭებს - Mundo Deportivo
თარიღი 12 Mar 2021, 17:25

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შეძენის წინააღმდეგია, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo.

57 წლის სპეციალისტს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში "ლიონის" ლიდერის, მემფის დეპაის ხილვა უნდა. ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ გუნდის მომავალ წარმატებებში მისი თანამემამულე უფრო დიდ წვლილს შეიტანს, ვიდრე არგენტინელი.

2020 წელს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, კუმანი დეპაისთან კონტაქტს მაინც ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, მაშინ ტრანსფერი "ბარსელონას" ეკონომიკური პრობლემების გამო არ შედგა, მიუხედავად ფეხბურთელთან მიღწეული შეთანხმებისა.

როგორც აღინიშნება, მემფისის შეძენის შემთხვევაში, იგი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. თავად თავდამსხმელს საკუთარი ძალების ტოპ-კლუბში მოსინჯვა სურს.

გარდა ამისა, კუმანის პოზიციაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ აგუერომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და ბევრი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო. ხოლო დეპაიმ "ლიონის" ღირსება 29 შეხვედრაში დაიცვა, 15 გოლი შეაგდო და 8 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ასევე იხილეთ:

დეპაი თუ აგუერო? - კუმანი და ლაპორტა ახალი თავდამსხმელის თაობაზე ვერ თანხმდებიან