ავტორიზაცია

"კიდევ უფრო მეტის გაკეთება მსურს", - იმობილემ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"კიდევ უფრო მეტის გაკეთება მსურს", - იმობილემ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 15 მარ 2021, 20:52

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ დაადასტურა, რომ რომაულ კლუბში დარჩენას რაც შეიძლება დიდი ხნით აპირებს.

"რომში ყველაფერი გვაკმაყოფილებს. ჩემ ოჯახს ყველაფერი მოსწონს. კლუბი, მწვრთნელი, ფეხბურთელები - ყველა ერთად ვაკეთებთ ერთ საქმეს, ვქმნით გუნდს, ვაღწევთ წარმატებებს. კიდევ უფრო მეტის გაკეთება მსურს", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Football Italia.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა იმობილეს "ლაციოსთან" 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე იხილეთ:

"ვერ ვიჯერებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანს ოქროს ბუცი წავართვი", - იმობილე