ავტორიზაცია

ფორლანმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია

ფორლანმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 18 მარ 2021, 20:49

"ატლეტიკოსა" და ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია.

"მოედანზე უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად გავსულვარ: კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო აგუერო, ლუის სუარესი, ედინსონ კავანი, როი კინი, პოლ სქოულზი. ნაკრები ყველასთვის არ კმარა", - თქვა ვეტერანმა ფორვარდმა.

ფორლანმა პროფესიონალური კარიერა 2020 წლის აგვისტოში დაასრულა. ბოლოს იგი ჰონგკონგური "კიტჩის" ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 2018 წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია. 

აგრეთვე, კარიერის მანძილზე დიეგოს ისეთ კლუბებში უასპარეზია, როგორებიც "ინდეპენდიენტე" (მშობლიური გუნდი), "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვილიარეალი", "ატლეტიკო", "ინტერი", "ინტერნასიონალი", "სერესო ოსაკა", "პენიაროლი" და "მუმბაი სიტი" არიან.

2002 წლიდან 2014 წლამდე ფორლანს ურუგვაის ნაკრებში იძახებდნენ. ეროვნული გუნდის რიგებში მას 100 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული.

ასევე იხილეთ:

"მისი გაშვება შეცდომა იყო", - ფორლანმა სუარესის ბარსადან წასვლა რეალიდან რონალდუს წასვლას შეადარა