დე ხეა ჰენდერსონის წინააღმდეგ - როგორია მანჩესტერის ორი გოლკიპერის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში?

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სან-სიროზე“ „მილანს“ 1:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა და ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა.
მანკუნიანელთა კარს ამ შეხვედრაში გუნდის ნომინალური სარეზერვო გოლკიპერი, დინ ჰენდერსონი იცავდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია.
საინტერესოა, რომ ეს მიმდინარე სეზონი 23 წლის ინგლისელისთვის ყველა ტურნირის ჩათვლით მე-18 მატჩი იყო და მან კარის მშრალად შენახვა 11-ჯერ მოახერხა.
მეტიც, ამ 18 შეხვედრაში ჰენდერსონის კარის აღება მეტოქეებმა მხოლოდ 8-ჯერ მოახერხეს, დე ხეასი კი - 29-ჯერ.
შედარებისთვის, „იუნაიტედის“ ძირითად გოლკიპერს, დავიდ დე ხეას, 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც კარის მშრალად დაცვა მან მხოლოდ 10-ჯერ მოახერხა.
ბოლო დროს, დე ხეას მიმართ სერიოზული კრიტიკაა გაჩაღებული და ისიც იწერება, რომ მომავალი სეზონიდან ჰენდერსონი გუნდის ძირითადი მეკარე იქნება, დე ხეა კი გაიყიდება.
იხილეთ ასევე:
მანჩესტერმა სან-სიროზე პოგბას გოლით იმარჯვა და ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა