ავტორიზაცია

რა მდგომარეობაშია სლავიას მეკარე, რომელსაც რეინჯერსის ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიაყენა? (+18 ფოტო)

რა მდგომარეობაშია სლავიას მეკარე, რომელსაც რეინჯერსის ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიაყენა? (+18 ფოტო)
თარიღი 19 მარ 2021, 12:37

ევროპა ლიგაზე "რეინჯერსსა" და "სლავიას" (0:2) შორის გამართულ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში სტუმართა მეკარემ მძიმე დაზიანება მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების 62-ე წუთზე, ბურთისთვის ბრძოლისას, პრაღელთა მეკარეს, ონდრჟეი კოლარჟს შოტლანდიური კლუბის ფორვარდმა, კემარ რუფმა ფეხი თავში ჩაარტყა.

კარის დარაჯი გაზონზე აღმოჩნდა, მოგვიანებით კი შუბლსა და სახეზე არსებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. რუფმა წითელი ბარათი მიიღო.

მოგეხსენებათ, "რეინჯერსი" ორი მატჩის ჯამში "სლავიასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:

რეინჯერსთან მატჩის შემდეგ, სლავიას ფეხბურთელს თავს დაესხნენ