ავტორიზაცია

სქოულზი: "როცა კარში ჰენდერსონი დგას, უფრო თავდაჯერებული ვარ, ცვლილების დრო დადგა"

სქოულზი: "როცა კარში ჰენდერსონი დგას, უფრო თავდაჯერებული ვარ, ცვლილების დრო დადგა"
თარიღი 19 Mar 2021, 18:19

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, გუნდში ძირითადი გოლკიპერის ცვლილება ივარაუდა.

„ვფიქრობ, ჰედნერსონი „ემიუს“ ძირითად კიპერად იქცა, მან ეს ბრძოლა მოიგო. დავიდ დე ხეას გაუმართლა, რომ „ევერტონთან“ თამაშის შემდეგ შეინარჩუნა ეს სტატუსი. თუმცა, მან დაუშვა შეცდომები იქ, სადაც უკეთ შეეძლო თამაში. ეს არ იყო უხეში შეცდომები, მაგრამ როცა კარში ჰენდერსონი დგას, მე უფრო თავდაჯერებული ვარ.

დავიდი დიდებული მეკარეა და ითამაშებს იმ შემთხვევაში, თუ დინი თავის შანსს ვერ გამოიყენებს. მაგრამ, დადგა დრო გამოვცადოთ ჰენდერსონი ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში და ვნახოთ, თავს როგორ გამოიჩენს. ის ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს. პოტენციურად, მას შეუძლია პირველი ნომრობაც ითავოს, თუ ფორმას შეინარჩუნებს.

ვიცით, რომ მან შეცდომა პირველივე მატჩში დაუშვა, მაგრამ შემდეგ ხასიათი გამავლინა. დინი ძალიან მშვიდია და აკეთებს იმას, რაც საჭიროა.“ - ციტირებს სქოულზის სიტყვებს BT SPORT.

იხილეთ ასევე:

დე ხეა ჰენდერსონის წინააღმდეგ - როგორია მანჩესტერის ორი გოლკიპერის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში?