ავტორიზაცია

მომენტი, როცა გგონია, რომ ლიგა 1-ში ხელფასს მხოლოდ ერთი გუნდი იხდის - 10-ეული, რომელიც გაგაკვირვებთ

მომენტი, როცა გგონია, რომ ლიგა 1-ში ხელფასს მხოლოდ ერთი გუნდი იხდის - 10-ეული, რომელიც გაგაკვირვებთ
თარიღი 19 მარ 2021, 21:01

L’Equipe-მა დაასახელა ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელების ვინაობა. საინტერესო ფაქტი:

მოთამაშეებს შორის, პირველ ათეულში არიან მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენის" წევრები, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატის დანარჩენი გუნდების ფეხბურთელებს ფინანსურად მნიშვნელოვნად აღემატებიან.

პირველ ადგილზე არის "პსჟ"-ს ლიდერი, ნეიმარ ჟუნიორი, რომელიც ყოველთვიურად გამოიმუშავებს 3.06 მილიონ ევროს, გადასახადების დაქვითვის გარეშე.

ბრაზილიელი თავდამსხმელის შემდეგ მოდის კილიან მბაპე, რომლის ხელფასი 2.098 მილიონს შეადგენს. სამეულს ხურავენ მარკინიოს კორეა და მარკო ვერატი, 1.2-1.2 მილიონი. 10-ეული ასეთია:

1. ნეიმარ ჟუნიორი - 3.06 მილიონი

2. კილიან მბაპე - 2.098 მილიონი

3. მარკინიოს კორეა - 1.2 მილიონი

4. მარკო ვერატი - 1.2 მილიონი

5. ანხელ დი მარია - 1.1 მილიონი

6. კეილორ ნავასი - 1 მილიონი

7. მაურო იკარდი - 800 ათასი

8. ლეანდრო პარედესი - 750 ათასი

9. ხუან ბერნატი - 700 ათასი

10. პრესნელ კიმპემბე - 670 ათასი

აქვე დავამტებთ, რომ ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელი არის მაურისიო პოჩეტინო, 940 ათასი ევრო ყოველთვიურად.

 

"ნეიმარის და მბაპეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტი