ავტორიზაცია

"საოცარი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება და ნაკრებში გიძახებენ", - მამარდაშვილი

"საოცარი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება და ნაკრებში გიძახებენ", - მამარდაშვილი
თარიღი 19 მარ 2021, 21:33

თბილისის "ლოკომოტივის" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ განცხადება გააკეთა:

"ჩემი მოტივაცია გაორმაგებულია. ძალიან გამიხარდა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. საოცარი განცდაა, როდესაც შრომა გიფასდება და ქვეყნის პირველ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი გეძლევა.

რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო", - განაცხადა ქართველმა.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს.

რა რეგულაციები იქნება დაწესებული საქართველო-ესპანეთის მატჩზე?