ავტორიზაცია

"როცა მეკითხებიან უმძიმესი ღამის შესახებ, ყოველთვის რეალი მახსენდება", - კლოპი

"როცა მეკითხებიან უმძიმესი ღამის შესახებ, ყოველთვის რეალი მახსენდება", - კლოპი
თარიღი 19 Mar 2021, 21:51

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა, სადაც მის გუნდს მეტოქედ მადრიდის "რეალი" ერგო:

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ ხვდება სუსტი გუნდი და აქედან გამომდინარე, ლივერპულისთვის ნებისმიერი მოწინააღმდეგე სახიფათო იქნებოდა.

რეალი? მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ ცოტა ხნის წინ, არადა სინამდვილეში უკვე ორი წელი გავიდა. საკვირველია, როგორ მიქრის დრო.

როდესაც მეკითხებიან მძიმე ღამის შესახებ, ყოველთვის მადრიდელები მახსენდებიან. ეს იყო უბრალოდ ურთულესი შეხვედრა.

რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით. ასეთია ჩვენი სულისკვეთება", - განაცხადა გერმანელმა.

ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში "სამეფო კლუბმა" მერსისაიდელები დაამარცხა ანგარიშით 3:1, 1/4 ფინალური მატჩები კი 6 და 13 აპრილს შედგება.

კლოპი გერმანიის ნაკრებში? - აგენტის საინტერესო განცხადება