ავტორიზაცია

რატომ საქართველო და არა საფრანგეთი? - მიქაუტაძის საინტერესო პასუხი სანაკრებო კარიერის შესახებ

რატომ საქართველო და არა საფრანგეთი? - მიქაუტაძის საინტერესო პასუხი სანაკრებო კარიერის შესახებ
თარიღი 19 მარ 2021, 22:23

"სერენის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში თავისი საერთაშორისო კარიერის შესახებ ისაუბრა:

"რეალისტები ვიყოთ, საფრანგეთის ნაკრების თავდასხმაში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, იქ მოხვედრა ძალიან რთულია.

ამის გარდა, მომწონს სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა და ხედვა. მას უკვე ვესაუბრე სამომავლო გეგმების შესახებ და მინდა ავღნიშნო, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ჩემო მშობლები ცხოვრობენ პარიზში, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს. ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხებათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, საოცარია, იბრაჰიმოვიჩის თამაშს ვუყურებდი ტელევიზორში, ახლა კი ის მოედანზე შემხვდება".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ბელგიაში მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში უკვე 18 გოლის გატანა მოასწრო. 

"საინტერესოა, რა თანხას მოითხოვს მეცი მიქაუტაძის სანაცვლოდ?", - ბელგიური პრესა