ავტორიზაცია

[VIDEO] კვარაცხელიას შავი დღე - 100%-იანი მომენტების გაფლანგვა და ყველაზე დაბალი ქულა

[VIDEO] კვარაცხელიას შავი დღე - 100%-იანი მომენტების გაფლანგვა და ყველაზე დაბალი ქულა
თარიღი 19 მარ 2021, 23:27

რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ფარგლებში ყაზანის "რუბინმა" საკუთარ კედლებში უმასპინძლა "ხიმკის", რომელთანაც მოულოდნელად წაგება განიცადა (1:3).

მოედანზე იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე ამჯერად არ იყო. ქართველმა შემტევმა ვერ გამოიყენა ორი 100%-იანი მომენტი.

ამის გარდა, რუსული გუნდის ვინგერის დრიბლინგის 12 მცდელობიდან წარმატებით დაგვირგვინდა მხოლოდ სამი, იგივე ითქმის ორთაბრძოლებზეც, 18 (5).

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 20-წლის გარემარბმა მიიღო ყველაზე დაბალი ქულა, 5.4. გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას:

 

კითხვა "ევროპაში მოვხევ და რამე იქნება"-ს მოყვარულთათვის - სად წავა კვარაცხელია რუბინის შემდეგ?